ლონდონის "ჩელსის" თავდამსხმელი რომელუ ლუკაკუ კარიერას „რომაში“ გააგრძელებს. Sky Sport-ის ცნობით, ყველაფერი შეთანხმებულია და ბელგიელი სამშაბათს რომში იქნება, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის.
ლუკაკუ „რომას“ ერთწლიანი იჯარით შეუერთდება, რაც იტალიელებს 5 მილიონი ევრო დაუჯდებათ, ხოლო ფეხბურთელის ხელფასი 7.5 მილიონი ევრო იქნება.
ამრიგად, ლუკაკუმ იპოვა კლუბი, რომელსაც თითქმის მთელი ზაფხული ეძებდა. რომელუს გადაბირება „იუვენტუსს“ სურდა, მაგრამ დუშან ვლაჰოვიჩის გაყიდვა ვერ მოახერხა და შესაბამისად, ვერც ბელგიელი ფორვარდი დაიმატა.
ლუკაკუ იტალიას კარგად იცნობს, რადგან მილანის „ინტერის“ ღირსებას იცავდა, მათ შორის გასულ სეზონში, თუმცა, „ნერაძურიმ“ ის არ გამოისყიდა.