ფეხბურთი

15:32 | 28.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ფროზინონე" ესპანელი ფეხბურთელით გაძლიერდა

„ფროზინონემ“, სადაც გიორგი კვერნაძე თამაშობს, ესპანელი მცველი პოლ ლიროლა დაიმატა.

პირინელი ფეხბურთელი იტალიელებს მარსელის „ოლიმპიკიდან“ მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარით შეუერთდა.

ლიროლა იტალიის ჩემპიონატს კარგად იცნობს, სადაც „სასუოლოს“ და „ფიორენტინას“ ღირსებას რამდენიმე სეზონის განმავლობაში იცავდა. „მარსელში“ ის 2020 წლიდან გამოდიოდა და 73 მატჩში 3 გოლი აქვს გატანილი.

0.112155