ფეხბურთი

13:20 | 28.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

Spazio Napoli: თუ ვინმემ კვარას უსაზღვრო ნიჭში ეჭვის შეტანა დაიწყო, გუშინვე აზრი უნდა შეეცვალა

„სასუოლოსთან“ ხვიჩა კვარაცხელიას თამაშს და საგოლე პასს გამოცემა Spazio Napoli გამოეხმაურა, რომელიც წერს, რომ თუ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ბოლო დროს ხვიჩას ტალანტში ეჭვი შეეპარათ, აზრი გუშინვე უნდა შეეცვალათ.

„სამი წუთი, მხოლოდ სამი წუთი, რომ მენდოთ“. გუშინ კვარაცხელიას მხოლოდ 3 წუთი ეყო, რომ ნეაპოლელი გულშემატკივრების გონება ერთი წლით უკან დაებრუნებინა. ფროზინონეში კუნთების გადაღლილობის გამო არ იყო, „სასუოლოსთან“ თანაგუნდელების ყურება თავიდან სათადარიგო სკამიდან მოუწია, შემდეგ 61-ე წუთზე შევიდა და რასპადორის გაცუდებული პენალტის იმედგაცრუება მაშინვე სიხარულით შეცვალა. ქართველი ბიჭის მოედანზე შესვლამ ტრიბუნების ხმაური გამოიწვია.

სეზონის დებიუტიდან სამ წუთში კვარა იგონებს დიდებულ პასს, რომელმაც დი ლორენცო კონსილისთან პირისპირ დატოვა და „სტადიო მარადონამ“ გოლით გაიხარა. საერთო ჯამში, დაახლოებით 30 წუთი ითამაშა შესანიშნავად. თუ ვინმემ მის უსაზღვრო ნიჭში ეჭვის შეტანა დაიწყო, გუშინვე აზრი უნდა შეეცვალა“, - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, „ნაპოლის“ 6 ქულა აქვს, მომდევნო ტურში კი 2 სექტემბერს, „ლაციოს“ დაუპირისპირდება. ხვიჩა კვარაცხელიამ შედეგიანი მოქმედებით თავი 19 მარტის შემდეგ პირველად გამოიჩინა, ხოლო მიმდინარე სეზონში პირველი თამაში ჩაატარა.

0.062142