ფეხბურთი

11:08 | 28.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

მიქაუტაძემ არჩევანი გააკეთა, ტრანსფერი მხოლოდ დროის საკითხია

საქართველოს ნაკრებისა და „მეცის“ თავდამსხმელ გიორგი მიქაუტაძეს, როგორც ჩანს, „აიაქსში“ გადასვლა სურს.

ნიდერლანდური მედიის ცნობით, 22 წლის ფეხბურთელს რამდენიმე შეთავაზებიდან არჩევანი ამსტერდამელებზე შეაჩერა და ტრანსფერი მხოლოდ დროის საკითხია. ცნობილია, რომ გიორგის აგენტები ამსტერდამში არიან და მოლაპარაკებებს აწარმოებენ.

აღსანიშნავია, რომ „აიაქსმა“ მოჰამედ კუდუსი „ვესტ ჰემში“ გაყიდა, რაც ტრანსფერის შანსს კიდევ უფრო ზრდის. „მეცში“ გიორგის შენარჩუნება სურთ, თუნდაც იჯარით, მაგრამ არ მალავენ, რომ დიდი ალბათობით, ის წავა. სატრანსფერო ფანჯარა 31 აგვისტოს იხურება, შესაბამისად, ყველაფერი მალე უნდა გადაწყდეს.

გიორგი მიქაუტაძემ მიმდინარე სეზონში ლიგა 1-ში სამჯერ ითამაშა და 2 გოლი გაიტანა, ერთხელ კი საგოლე პასი გააკეთა.

0.117755