ფეხბურთი

2:00 | 28.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

რუდი გარსია: "კვარა ახლა კარგადაა, მას შეუძლია მეტოქისთვის უფრო არაპროგნოზირებადიც გახდეს"

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა რუდი გარსიამ „სასუოლოსთან“ (2:0) მატჩის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა, რომელმაც სეზონი საგოლე პასით გახსნა. როგორც ფრანგმა სპეციალისტმა აღნიშნა, ხვიჩამ მოსამზადებელი ეტაპი გაუცდა, მაგრამ ახლა თავს კარგად გრძნობს და ფორმაში დაბრუნდა.

„კვარას ძალიან ფრაგმენტული მოსამზადებელი ეტაპი ჰქონდა, 12 დღე გაუცდა, 5 კვირიდან მხოლოდ ორი კვირა შეძლო მუშაობა, დღეს უკეთესი იყო, რომ მეორე ტაიმში ჩამერთო თამაშში, როდესაც მეტოქეები დაღლილები იქნებოდნენ.

კვარას და რასპადორის პოზიცია მოედანზე? რასპადორი მთელი თამაში ფლანგზე ვერ გაჩერდება, ის ოსიმენთან უფრო ახლოს უნდა იყოს და საჯარიმოში ითამაშოს. იგივეა კვარაცხელიაზეც. ცხადია, ფლანგზე უნდა იყოს, რათა მეტოქესთან ერთ-ერთზე ითამაშოს, მაგრამ უნდა მოძებნოს სხვა გამოსავალიც, ბურთი მოითხოვოს სივრცეებში და ითამაშოს ხაზებს შორის, რითაც მეტოქისთვის უფრო არაპროგნოზირებადი გახდება“, - თქვა გარსიამ.

შეგახსენებთ, „ნაპოლის“ 6 ქულა აქვს, მომდევნო ტურში კი 2 სექტემბერს, „ლაციოს“ დაუპირისპირდება. ხვიჩა კვარაცხელიამ შედეგიანი მოქმედებით თავი 19 მარტის შემდეგ პირველად გამოიჩინა, ხოლო მიმდინარე სეზონში პირველი თამაში ჩაატარა.

0.11798