ფეხბურთი

22:24 | 27.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

"მეცის" მწვრთნელი მიქაუტაძეზე: "მინდა იმედი მქონდეს, რომ გამოსავალს ვიპოვით"

„მეცის“ მთავარმა მწვრთნელმა ლაშლო ბოლონიმ „კლერმონთან“ მატჩის შემდეგ გიორგი მიქაუტაძეზე ისაუბრა. როგორც მან თქვა, მას აქვს ქართველის შენარჩუნების იმედი, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში მისით ამაყობს.

„ჟორჟი ზედიზედ ორი წელი განათხოვრებული იყო, გაგვიმართლა, რომ აქ დაბრუნდა. ის, რაც მან გასულ სეზონში გააკეთა, საოცარი იყო. გარდა ამისა, საყვარელი ბიჭია. ვამაყობ მისით, ცოტათი ჩვენი თავითაც და მთელი კლუბით. თუ ის წავა, რა თქმა უნდა, ვიტირებ, მაგრამ ამავდროულად გავიღიმებ იმის გამო, რაც ერთად გავაკეთეთ. ვიმედოვნებ, რომ გონივრულ გადაწყვეტილებას ვიპოვით, რათა ყველა მხარე კმაყოფილი იყოს.

თუ კლუბი გამოსავალს ერ იპოვის, ცუდი იქნება. დიდი ბომბარდირის პოვნა ძალიან რთულია, გარდა ამისა კარგი ბიჭის, ეს კიდევ უფრო რთულია. ვიცი, რომ ფეხბურთელის ცხოვრება ესაა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მსურს იმედი ვიქონიო, რომ გონივრულ გამოსავალს ვიპოვით. თუ მსხვერპლის გაღება მოგვიწევს, გავიღებთ“, - თქვა ბოლონიმ.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძემ ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში სამ შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა, ერთხელ კი საგოლე პასი გააკეთა.

0.113014