ლა ლიგის მესამე ტურში „ბარსელონამ“ „ვილიარეალს“ ნამდვილ თრილერში აჯობა - 4:3.
თამაშს საოცარი სცენარი ჰქონდა, ორივე გუნდს შეეძლო მოგება. „ბარსამ“ მე-15 წუთისთვის მოახერხა ორბურთიანი ორბურთიანი უპირატესობის მოპოვება, მაგრამ პირველი ტაიმი მაინც ვერ მოიგო, რადგან მასპინძლებმა ორივე გოლი გაქვითეს.
მეორე ნახევრის დასაწყისში „ვილიარეალმა“ მესამეც შეაგდო და წინ გავიდა - 0:2-დან 3:2! თუმცა, ამის შემდეგ მოედანზე ვითარება სრულად შეიცვალა, უპირატესობას ისევ ჩავის გუნდი დაეუფლა. ანგარიში ფერან ტორესმა გაათანაბრა, ხოლო 71-ე წუთზე გამარჯვების გოლი რობერტ ლევანდოვსკიმ გაიტანა, რომელმაც მიმდინარე სეზონში თავი პირველად გამოიჩინა.
„ბარსელონას“ სამ ტურში 7 ქულა აქვს და მომდევნო ტურში 3 სექტემბერს, „ოსასუნას“ ესტუმრება.
„ვილიარეალი“ – „ბარსელონა“ 3:4 (2:2)
გოლები: 0:1 გავი (12), 0:2 დე იონგი (15), 1:2 ფოიტი (26), 2:2 სორლოთი (40), 3:2 ბაენა (50), 3:3 ფერან ტორესი (68), 3:4 ლევანდოვსკი (71)