ფეხბურთი

21:30 | 27.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

10-კაციანი "ლივერპულის" საოცარი ქამბექი "ნიუკასლთან"

ინგლისის პრემიერლიგის მესამე ტური „სენტ ჯეიმს პარკზე“ დასრულდა, სადაც ცენტრალურ შეხვედრაში „ლივერპულმა“ „ნიუკასლს“ აჯობა.

არადა, „ჯორდები“ ძალიან ახლოს იყვნენ მოგებასთან. 25-ე წუთზე ენტონი გორდონის გოლით მასპინძლები დაწინაურდნენ, სამ წუთში ვირჯილ ვან დეიკი გააძევეს და თითქოს „ნიუკასლი“ საქმეს ბოლომდე მიიყვანდა, მით უფრო უპირატესობას ფლობდა.

თუმცა, იურგენ კლოპმა საქმეში დარვინ ნუნიესი ჩართო, რომელმაც 81-ე წუთზე ჯერ ანგარიში გაათანაბრა, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში კი დუბლი შეასრულა და „წითლებმა“ საოცარ სტილში მოიგეს. „ლივერპულს“ 7 ქულა აქვს, „ნიუკასლს“ – 3.

მოიგო „მანჩესტერ სიტიმ“, რომელმაც „შეფილდ იუნაიტედს“ სტუმრად მძიმედ აჯობა. ერლინგ ჰოლანდმა პირველ ტაიმში პენალტი ვერ გაიტანა, მაგრამ ნორვეგიელმა შეცდომა მეორე ნახევარში გამოასწორა და ანგარიში გახსნა. „შეფილდმა“ ბოლოსკენ გაათანაბრა, თუმცა, 88-ე წუთზე როდრიმ გამარჯვება პეპ გვარდიოლას გუნდს მოუტანა. „მანჩესტერ სიტი“ სამი ტურის თავზე პრემიერლიგაში ერთადერთი უდანაკარგო გუნდია და ლიდერია.

დღესვე მოიგო „ასტონ ვილამ“, რომელმაც გასვლაზე „ბარნლის“ დამაჯერებლად, 3:1 სძლია. „ვილა პარკელებს“ სამ ტურში 6 ქულა აქვთ.

„ნიუკასლი“ – „ლივერპული“ 1“2 (1:0)

გოლები: 1:0 გორდონი (25), 1:1 ნუნიესი (81), 1:2 ნუნიესი (90)

„შეფილდი“ – „მანჩესტერ სიტი“ 1:2 (0:0)

გოლები: 0:1 ჰოლანდი (63), 1:1 ბოგლე (85), 1:2 როდრი (88)

0.118876