ფეხბურთი

14:00 | 27.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

იბრაჰიმოვიჩი: "ორით მეტი სკუდეტო მაქვს მოგებული, იტალიაში სპორტული სასამართლო სამარცხვინოა"

ვეტერანმა შვედმა ფეხბურთელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა განაცხადა, რომ „იუვენტუსში“ მოგებული ორი სკუდეტო უსამართლოდ ჩამოართვეს, ამიტომ, ის ფიქრობს, რომ მას იტალიის ჩემპიონატი იმაზე მეტჯერ აქვს მოგებული, ვიდრე ეს ოფიციალურად არის აღწერილი.

„ყოველთვის მივიჩნევ, რომ ორი სკუდეტო, რომელიც წაგვართვეს, ჩემია. როგორ შეიძლებოდა, ორიდან ერთი სკუდეტოს სხვისთვის მიცემა? ჩემთვის რომ მოეცათ სხვისი მედალი, მეწყინებოდა, ვიტყოდი, რომ უღირსი გამარჯვებაა.

ხშირად მეკითხებიან, „იუვეში“ ყოფნის დროს ვერ ხვდებოდი, რომ მსაჯები უფრო კეთილგანწყობილები იყვნენ? მე ვპასუხობ: „არა, მოედანზე ჩვენ ყველაზე ძლიერები ვიყავით, მხოლოდ ამიტომ ვიმარჯვებდით. როდესაც „იუვეს“ სტადიონზე შევდივარ და ვხედავ, რომ 38 სკუდეტოს ნიშანია გამოსახული, არ მივიჩნევ, რომ ეს შეცდომაა, ვფიქრობ, რომ ეს არის ზუსტი რიცხვი და ეს არის ნამდვილი სამართლიანობა. იტალიაში სპორტული სასამართლო სამარცხვინოა“, - თქვა იბრაჰიმოვიჩმა.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსს“ 2004-2005 და 2005-2006 წლების სეზონების ჩემპიონობა ჩამოართვეს, საიდანაც ერთი საერთოდ გააუქმეს, ხოლო მეორე „ინტერს“ გადასცეს.

0.108773