საუდის არაბეთის ჩემპიონატში მიმდინარე ზაფხულს არაერთი ვარსკვლავი გადაბარგდა, მაგრამ როგორც ჩანს, არაბები მხოლოდ ფეხბურთელებით დაკმაყოფილებას არ აპირებენ.
როგორც Sportface იტყობინება, საუდი პრო ლიგაში შესაძლოა, მსაჯები სხვადასხვა ქვეყნებიდან მიიწვიონ, ცხადია, დიდი ანაზღაურების სანაცვლოდ. აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე საუბარი არ არის ევროპელ მსაჯებზე, მაგრამ სხვა კონტინენტის წარმომადგენლები შესაძლოა, საუდი პრო ლიგაში გამოჩნდნენ.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სატრანსფერო ბაზარზე ბევრი არაბული კლუბი გაძლიერდა, განსაკუთრებით, „ალ-აჰლი“, „ალ-ნასრი“, „ალ-ჰილალი“ და „ალ-იტიჰადი“.