„ფიორენტინას“ ნახევარმცველი, სოფიან ამრაბატი, ინგლისურ „მანჩესტერ იუნაიტედთან“ პირად კონტრაქტზე შეთანხმდა - წერს ტვიტერზე ჟურნალისტი ნიკოლო სკირა.
წყაროს ცნობით, მაროკოს ნაკრების ფეხბურთელი წელიწადში 4 მილიონი ევროს ოდენობის ხელფასს მიიღებს. კონტრაქტის ვადა ხუთწლიანი იქნება. კლუბებს შორის მოლაპარაკებები გრძელდება, მაგრამ სოფიანი დაჟინებით მოითხოვს ინგლისში გადასვლას.
2022/2023 წლების სეზონში ამრაბატმა „ფიორენტინას“ შემადგენლობაში ყველა ტურნირზე 49 მატჩი ჩაატარა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა. ფეხბურთელის კონტრაქტი ფლორენციულ კლუბთან 2024 წლის ივნისის ბოლომდეა ძალაში.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია