დღეს, 26 აგვისტოს, ინგლისის პრემიერლიგის მე-3 ტურის მატჩში, „მანჩესტერ იუნაიტედმა“ „ნოტინგემ ფორესტს“ უმასპინძლა და 3:2 მოუგო, თუმცა მე-4 წუთისთვის უკვე 0:2 აგებდა...
მიმდინარე პრემიერლიგაში მანკუნიანელებმა ჯამში ოთხი გოლის გატანა შეძლეს, თუმცა ნომინალურ თავდამსხმელებს: ამად დიალოს, ენტონი მარსიალს, მარკუს რაშფორდს, ჯეიდონ სანჩოსა და რასმუს ჰოილუნდს ერთხელაც არ გმოუჩენიათ თავი.
„ნოტინემ ფორესტთან“ მატჩში გოლები გუნდის ნახევარმცველებმა - კრისტიან ერიქსენმა, ბრუნუ ფერნანდეშმა და კაზემირომ გაიტანეს. მანამდე მანჩესტერელებმა „ვულვერჰემპტონს“ პირველი ტურის მატჩში გაუტანეს - მაშინ მცველმა, რაფაელ ვარანმა იყოჩაღა.
„ნოტინგემ ფორესტთან“ გამარჯვების შემდეგ, „მანჩესტერს“ სამ სასტარტო თამაშში ექვსი ქულა მოუგროვდა და ცხრილში მეხუთე ადგილზე დგას.