ფეხბურთი

18:23 | 26.08.2023 | ნანახია NaN - ჯერ

ოფიციალურად: გაბრი ვეიგა "ალ-აჰლიში" გადავიდა

„ალ-აჰლიმ“ ვიგოს „სელტას“ 21 წლის ნახევარმცველის, გაბრი ვეიგას ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.

ნიჭიერმა ესპანელმა ფეხბურთელმა, რომელიც „ნაპოლისთან“ იყო შეთანხმებული, მაგრამ ბოლო მომენტში გადაწყვეტილება შეცვალა და არაბეთში წავიდა, „ალ-აჰლისთან“ 3-წლიან კონტრაქტს ხელი მოაწერა.

გაბრი ვეიგა „სელტას“ აღზრდილია, მთავარ გუნდში კი 55 შეხვედრაში 11 გოლი გაიტანა. ესპანეთის 21-წლამდე ნაკრებში მის ანგარიშზე 8 უგოლო თამაშია. მან ცოტა ხნის წინ ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალში ბათუმშიც ითამაშა.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

08:55 | 18.08.2020
100% (432)

გაალამაზებს, ლალიგას.

02:29 | 18.08.2020
davidinho (1027)

კარგია

0.067525