ფეხბურთი

17:14 | 26.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

L'Equipe: "მეცს" მიქაუტაძის გამოსამშვიდობებელი ვიდეო მზად აქვს და თუ არ გამოიყენებს, სიურპრიზი იქნება

„მეცის“ და საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე მიმდინარე ზაფხულს არაერთ გუნდს დაუკავშირეს, ამჯერად ფრანკფურტის „აინტრახტს“.

როგორც L’Equipe იტყობინება, გერმანელები რანდალ კოლო მუანის „პარი სენ-ჟერმენში“ თუ გაყიდიან, მაშინ ფრანგის შემცვლელი დასჭირდებათ, მათ მოკლე სიაში კი ქართველი თავდამსხმელიც ყოფილა, რომელსაც „მეცი“ 20 მილიონ ევროდ აფასებს.

ცნობილი ფრანგული გამოცემა წერს იმასაც, რომ კარგა ხანია „მეცის“ საოფისე კომპიუტერში მიქაუტაძის გამოსამშვიდობებელი ვიდეოკოლაჟი მზადაა და თუ მისი გამოყენება ფრანგებს არ დასჭირდებათ, დიდი სიურპრიზი იქნება. ამიტომ, "კლერმონთან" ხვალ გასამართი თამაში გიორგისთვის "მეცში" შეიძლება ბოლო აღმოჩნდეს.

ფრანგული მედია ასევე წერს, რომ "მეცს" შეთავაზება "ლიონმა" და "რენმა" გაუკეთეს. შესაბამისად, მართლაც დიდი შანსია, რომ 22 წლის ქართველმა უახლოეს დღეებში კლუბი შეიცვალოს.

შეგახსენებთ, გიორგი მიქაუტაძემ ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში ორ მატჩში 1 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი გააკეთა. სატრანსფერო ფანჯარა საფრანგეთში 31 აგვისტოს იხურება, მანამდე შეიძლება ქართველი ფეხბურთელი სხვა გუნდში გადავიდეს. მას „მეცთან“ კონტრაქტი 2026 წლის 30 ივნისამდე აქვს გაფორმებული.

0.112362