სხვა

15:41 | 26.08.2023 | ნანახია 677 - ჯერ

ბადრი ყაველაშვილი მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია!

დუისბურგში მიმდინარე კანოე-კაიაკის მსოფლიო ჩემპიონატზე ბადრი ყაველაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა. ქართველმა სპორტსმენმა K1 M 200 მეტრიანი დისტანცია 35.364-ში დაფარა და მეორე საპროზო ადგილი ერგო.

ყაველაშვილი პლანეტის პირველობის გამარჯვებულ, ლიეტუველ სპორტსმენს მცირედით ჩამორჩა და შეიძლება ითქვას, რომ გამარჯვების რეალური შანსიც ჰქონდა. 27 წლის არტურ სეჰამ დისტანცია 235.243-ში დაფარა.

დღესვე, გია გაბედავამ მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალურ გაცურვაში 500 მეტრიან დისტანციაზე დაიკავა მე-9 ადგილი და გამოეთიშა ასპარეზობას. ხოლო ზაზა ნადირაძე პლანეტის პირველობის ფინალში გავიდა, თუმცა მედლისთვის ბრძოლაში დამარცხდა და ასპარეზობა მე-4 ადგილზე დაასრულა.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

18:43 | 26.11.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

მხოლოთ ფეხბურთელები და კალათბურთელები არ არიან აქ

18:41 | 26.11.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

ცნობადობა ძაან ნაკლებია

18:41 | 26.11.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

ესეთსპორტსმენებს უნდა ქონდეტ ჩვენთან მეტი რეკლამა

0.111701