საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კალათბურთელმა გოგა ბითაძემ მსოფლიოს ჩემპიონატის პირველ ტურში კაბო ვერდესთან გამარჯვების (85:60) შემდეგ კომენტარი გააკეთა.
„დიახ, ეს ჩვენთვის დიდი გამარჯვებაა. ბიჭებმა შესანიშნავად ითამაშეს, შევასრულეთ დავალებები, რაც მწვრთნელმა თამაშამდე მოგვცა და გამარჯვება დავიმსახურეთ. ედი ტავარეში დიდებული კალათბურთელია, ევროლიგაში ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრი. მის წინააღმდეგ კარგი დაცვა ვითამაშეთ, ერთმანეთს ვეხმარებოდით და ვფიქრობ ამან შედეგი გამოიღო“, - თქვა ბითაძემ.
საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში 28 აგვისტოს სლოვენიის ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 15:30 საათზე გაიმართება.