ფეხბურთი

1:55 | 26.08.2023 | ნანახია 1327 - ჯერ

ბელინგემი "რეალში" ბრწყინავს (+VIDEO)

მადრიდის „რეალში“ ჯუდ ბელინგემის კარიერა იდეალურად დაიწყო. ლა ლიგის სამ ტურში ინგლისელმა ნახევარმცველმა 4 გოლი გაიტანა და ბომბარდირთა დავაშიც კი ლიდერია.

„სამეფო კლუბმა“ ვიგოში „სელტასთან“ მძიმე თამაში სწორედ ჯუდის გოლით მოიგო, რომელმაც 81-ე წუთზე დალაშქრა გალისიელთა კარი. ამან მატჩის ბედი გადაწყვიტა. „რეალს“ გატანა მანამდეც შეეძლო, მაგრამ 68-ე წუთზე როდრიგომ პენალტი ვერ გაიტანა.

აღსანიშნავია, რომ მე-18 წუთზე ტრავმის გამო შესაცვლელი გახდა ვინისიუსი. ჯერჯერობით, უცნობია რამდენად სერიოზულია ბრაზილიელის დაზიანება. სამაგიეროდ, ვიცით, რომ ჯუდ ბელინგემი ბრწყინავს...

„რეალი“ ლა ლიგის სამ ტურში უდანაკარგოა და მომდევნო შეხვედრას 2 სექტემბერს, „ხეტაფესთან“ გამართავს.

„სელტა“ – „რეალი“ 0:1 (0:0)

გოლი: 0:1 ბელინგემი (81)


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

10:02 | 26.08.2023
კართაგენი28 (12606)

ამ რეალს მბაპეც მიუმატე და ამათი მომგები არავინ იქნება

08:20 | 26.08.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

მართლა მაგრად შეეწყო რეალს

0.119144