ფეხბურთი

1:40 | 26.08.2023 | ნანახია 597 - ჯერ

პოჩეტინოს პირველი გამარჯვება "ჩელსიში"

ინგლისის პრემიერლიგის მესამე ტურში ლონდონის „ჩელსიმ“ „ლუტონს“ უმასპინძლა და 3:0 დაამარცხა.

ეს მაურისიო პოჩეტინოს პირველი გამარჯვებაა „არისტოკრატებში“. მასპინძლებმა პრემიერლიგის დებიუტანტთან კომფორტული უპირატესობა რაჰიმ სტერლინგის დუბლით მოიპოვეს, საბოლოო ანგარიში კი ნიკოლას ჯექსონმა დააფიქსირა, რომელმაც სადებიუტო გოლი გაიტანა.

„ჩელსის“ სამ ტურში 4 ქულა აქვს და მომდევნო შეხვედრას 2 სექტემბერს, „ნოტინგემთან“ გამართავს. „ლუტონს“ ჯერ მხოლოდ ორი თამაში აქვს ჩატარებული და ქულა არ მოუპოვებია.

„ჩელსი“ – „ლუტონი“ 3:0 (1:0)

გოლები: 1:0 სტერლინგი (17), 2:0 სტერლინგი (68), 3:0 ჯექსონი (75)


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

08:45 | 26.08.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

ვნახოთ აბა დღეს მანჩესტერი როგორ ითამაშებს

06:30 | 26.08.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

ნელნელა პოჩეტინო აათამაშებს გუნდს

02:05 | 26.08.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

როგორც იქნა ეღირსა პოჩეტინოს მოგება

0.134955