ფეხბურთი

0:42 | 26.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

კრიშტიანუ რონალდუს ჰეთ-თრიქი საუდის არაბეთის ჩემპიონატში (+VIDEO)

საუდის არაბეთის ჩემპიონატში „ალ-ნასრმა“ ზედიზედ ორი წაგების შემდეგ გამარჯვება შეძლო. კრიშტიანუ რონალდუმ კი ჰეთ-თრიქი შეასრულა.

ლეგენდარულმა პორტუგალიელმა სამჯერ „ალ-ფატეჰი“ დაამწუხრა. გარდა ამისა, კრიშტიანუმ საგოლე პასიც გააკეთა. სწორედ მისი გადაცემით გახსნა ანგარიში სადიო მანემ. რონალდუსთვის საუდის პრო ლიგის მიმდინარე სეზონში ეს პირველი გოლები იყო.

ამრიგად, „ალ-ნასრს“ სამ ტურში 3 ქულა აქვს, მომდევნო ტურში კი 29 აგვისტოს, „ალ-შაბაბს“ დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.126133