სომხეთის ჩემპიონატის მეხუთე ტურში „ალაშკერტმა“ „ნოა“ 3:1 დაამარცხა, ლევან კუტალიამ კი მორიგი გოლი გაიტანა.
მან 88-ე წუთამდე ითამაშა, ხოლო თავის გამოჩენა მე-60 წუთზე შეძლო, როდესაც ჯარიმა შესანიშნავად შეასრულა. ქართველმა თავდამსხმელმა 5 ტურში 5 გოლი მიითვალა და ბომბარდირთა დავაში მეორე ადგილზეა.
„ალაშკერტი“ 10 ქულით სომხეთის ჩემპიონატში ლიდერია, მომდევნო ტურში კი, 31 აგვისტოს, „შირაქს“ ესტუმრება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
არაა გამორიცხული მეორეზეც გავიდეს
მილანი უეჭველი გასულია ლიგის ზონაში
ცალკე ლიგაზეც დაიფრინეს
ეს ბოლო სეზონებია, მილანი ძაან უხერხულ მეტოქეთ იქცა ნაპოლისტვის