ფეხბურთი

17:05 | 25.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

ტიერი გეილი "დილადან" ავსტრიულ კლუბში 800 000 ევროდ გადავა

გორის „დილას“ შემტევი ნახევარმცველი ტიერი გეილი კარიერას ვენის „რაპიდში“ გააგრძელებს. ამის შესახებ Sky Sport Austria იტყობინება.

პრესტიჟული გამოცემის ცნობით, „რაპიდმა“ აჯობა სხვა გუნდებს, რომლებიც ბარბადოსელი ფეხბურთელით იყვნენ დაინტერესებული. აღნიშნული წყაროს ცნობით, გეილი „დილადან“ „რაპიდში“ დაახლოებით 800 000 ევროდ გადადის.

ტიერი გეილს ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონში 19 მატჩში 10 გოლი აქვს გატანილი, კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის 6 შეხვედრაში კი, თავი 2 გოლით გამოიჩინა.

0.126097