ფეხბურთი

11:03 | 25.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

სალაჰს არაბეთში რონალდუზე მაღალ ხელფასს გადაუხდიან

„ლივერპულის“ ფეხბურთელ მოჰამედ სალაჰს „ალ-იტიჰადში“ გადასვლა სურს და როგორც ირკვევა, თუ ტრანსფერი შედგა, ეგვიპტელი საუდი პრო ლიგის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება.

ხელფასის კონკრეტული ოდენობა უცნობია, მაგრამ Relevo-ს ცნობით, „ალ-იტიჰადი“ მზადაა მოს იმაზე მეტი გადაუხადოს, ვიდრე კრიშტიანუ რონალდუს „ალ-ნასრი“ უხდის.

გარდა ამისა, წყაროს თანახმად, სალაჰის მიზანია, რომ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე ითამაშოს, რომელიც მის სამშობლოში, ეგვიპტეში გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით, მხარეებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს და „ლივერპული“ მზადაა სალაჰს 100 მილიონი ევროს ფარგლებში შეელიოს.

0.111473