ფეხბურთი

0:15 | 25.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

კვირკველიას "ალ-ოხდუდის" დრამატული მარცხი, ბენზემას სადებიუტო გოლი

საუდის არაბეთის ჩემპიონატის მესამე ტურში სოლომონ კვირკველიას „ალ-ოხდუდი“ სტუმრად ტურნირის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდთან, „ალ-აჰლისთან“ მსაჯის მიერ მეექვსე კომპენსირებულ წუთზე გაშვებული გოლით 0:1 დამარცხდა.

ქართველმა მცველმა, ისევე როგორც წინა ორ ტურში, ამჯერადაც შეუცვლელად ითამაშა. გამარჯვების გოლი კი რობერტო ფირმინოს პასით ფრანკ კესიმ გაიტანა. ზოგადად, „ალ-აჰლიში“ ბევრი ვარსკვლავია: ხსენებული ფეხბურთელების გარდა, ედუარ მენდი, ალან სენ-მაქსიმინი, რიად მაჰრეზი, მერიჰ დემირალი, როჟერ იბანიესი.

დღეს გამართული სხვა მატჩებიდან აღსანიშნავია „ალ-იტიჰადის“ გამარჯვება სტუმრად „ალ-რიადთან“ 4:0. კარიმ ბენზემამ საუდი პრო ლიგაში სადებიუტო გოლი გაიტანა. ფრანგმა გოლს საგოლე პასიც დაუმატა.

ასევე სტუმრად 4:0 მოიგო „ალ-ჰილალმა“, რომელმაც „ალ-რაედს“ აჯობა. სადებიუტო გოლი შეაგდო ალექსანდრ მიტროვიჩმა, რომელიც „ალ-ჰილალს“ ცოტა ხნის წინ შეუერთდა. ისევ არ უთამაშია ნეიმარს, რომელსაც ჯერ დებიუტი არ ჰქონია.

მიმდინარე სეზონში პირველი ქულები დაკარგა სტივენ ჯერარდის გაწვრთნილმა „ალ-იტიფაქმა“, რომელმაც „ალ-ხალეჯს“ ვერ მოუგო (1:1).

საუდი პრო ლიგას 9-9 ქულით „ალ-იტიჰადი“ და „ალ-აჰლი“ ლიდერობენ, 7-7 ქულით მათ კვალში არიან „ალ-ჰილალი“ და „ალ-იტიფაქი“. სოლომონ კვირკველიას „ალ-ოხდუდი“ ქულით მხოლოდ მე-14 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 29 აგვისტოს, „ალ-ტაავონს“ უმასპინძლებს.

0.132182