ფეხბურთი

23:12 | 24.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

გველესიანმა ირანის ჩემპიონატში გოლი გაიტანა, ჯიღაურმა უზბეკეთის სუპერთასი მოიგო

ირანის ჩემპიონატის მესამე ტურში გიორგი გველესიანმა „პერსეპოლისი“ საკუთარ მოედანზე „ზობ აჰანთან“ მარცხისგან იხსნა.

ქართველი მცველი თამაშში მეორე ტაიმში ჩაერთო და 84-ე წუთზე თავური დარტყმით ანგარიში გაათანაბრა, რითაც საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 1:1. მოგეხსენებათ, გიორგის თავის დროზე „ზობ აჰანშიც“ აქვს ნათამაშები, ასე რომ თავის ყოფილ გუნდს გაუტანა.

„პერსეპოლისი“ სამ ტურში მოპოვებული 7 ქულით მესამე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 30 აგვისტოს, „ფოლადს“ ესტუმრება.

დღესვე, უზბეკეთის სუპერთასზე ჯაბა ჯიღაურის „ნასაფმა“ „ფახთაქორი“ 2:1 დაამარცხა, მიუხედავად იმისა, რომ თავიდან მარცხდებოდა. ქართველი ნახევარმცველი მოედანზე 46-ე წუთიდან ჩაერთო და ქამბექში თავისი წვლილი შეიტანა. ამრიგად, ჯიღაურმა უზბეკეთის სუპერთასი მოიგო.

0.142916