ფეხბურთი

22:45 | 24.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ჟერემი დოკუ "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელია

„მანჩესტერ სიტიმ“ „რენიდან“ ბელგიის ნაკრების შემტევი ჟერემი დოკუ დაიმატა. ტრანსფერი ინგლისელებმა ოფიციალურად დაადასტურეს.

დოკუმ 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, მისი შეძენა კი პეპ გვარდიოლას გუნდს 60 მილიონი ევრო დაუჯდა. დოკუ მატეო კოვაჩიჩისა და იოშკო გვარდიოლის შემდეგ „სიტის“ მესამე ახალწვეულია მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში.

ჟერემი დოკუ „ანდერლეხტის“ აღზრდილია, 2020 წლიდან კი „რენის“ ღირსებას იცავდა, სადაც 91 მატჩში 12 გოლი გაიტანა. ბელგიის ნაკრებში მის აქტივში 14 მატჩში 2 გოლია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110006