ფეხბურთი

22:19 | 24.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

პედრი ტრავმირებულია და შეიძლება საქართველოს წინააღმდეგ ვერ ითამაშოს

„ბარსელონას“ ნახევარმცველი პედრი ტრავმირებულია და გუნდს გამოაკლდა. მისი დაზიანების შესახებ ინფორმაცია ესპანურმა კლუბმა გაავრცელა.

ახალგაზრდა ნახევარმცველს მარჯვენა ფეხზე კუნთის პრობლემა აქვს. ჯერჯერობით, უცნობია მოედანზე მისი დაბრუნების ზუსტი დრო, მაგრამ სავარაუდოდ, თვეზე მეტი გაუცდება. ეს იმას ნიშნავს, რომ პედრი ვერც ესპანეთის ნაკრებს დაეხმარება ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის უახლოეს მატჩებში, შესაბამისად, ვერც თბილისში ჩამოვა საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ სათამაშოდ.

აქვე გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონში პედრიმ ლა ლიგაში ორი მატჩი ჩაატარა და 1 გოლის გატანა შეძლო.

0.121605