„ლივერპულის“ ვარსკვლავი მოჰამედ სალაჰიც საუდის არაბეთში გადასვლას აპირებს. ამის შესახებ არაბული გამოცემები იტყობინებიან.
როგორც ცნობილი გახდა, „ლივერპული“ მზადაა 31 წლის ეგვიპტელი 100 მილიონ ევროდ გაყიდოს, ამ თანხის გადახდას კი, „ალ-იტიჰადი“ აპირებს, რომელმაც მიმდინარე ზაფხულს კარიმ ბენზემა, ფაბინიო და ნგოლო კანტე დაიმატა.
სავარაუდოდ, მხარეებს შორის საბოლოო შეთანხმება უახლოეს მომავალში შედგება, შესაბამისად, სალაჰიც არაბეთში გადაბარგდება, რომლის სურვილიცაა კარიერის "ალ-იტიჰადში" გაგრძელება.
შეგახსენებთ, რომ მოჰამედ სალაჰმა „ლივერპულში“ ბოლო 6 წელიწადში 307 მატჩში 187 გოლი გაიტანა. მას ევროპაში „ბაზელის“, „ჩელსის“, „ფიორენტინას“ და „რომას“ შემადგენლობაში აქვს ნათამაშები.