„ბორდოს“ მთავარმა მწვრთნელმა დავიდ გიონმა ზურიკო დავითაშვილზე ისაუბრა. როგორც ფრანგმა სპეციალისტმა აღნიშნა, ქართველ ფეხბურთელს ბოლო დროს ოდნავ ბალანსი აკლია და საკუთარ თავზე თამაში უფრო მეტად უნდა აიღოს.
„ოდნავ არასტაბილური ზურიკო გვყავს. ვფიქრობ, „აიაჩოსთან“ მისი პირველი ტაიმი კარგი იყო და შემდეგ ოდნავ გაქრა. ჩემი აზრით, არის სიტუაციები, სადაც შეუძლია უკეთ ითამაშოს და უფრო მეტი ხასიათი უნდა გამოავლინოს. მან ცოტა ძალთა ბალანსი დაკარგა ბოლო შეხვედრაში, რაც იმითაც იყო გამოწვეული, რომ „აიაჩო“ უკნიდან თამაშობდა. ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ის კარგად დაბრუნდა, მაგრამ უნდა აიღოს თამაშში მეტი პასუხისმგებლობა, რათა უფრო მაღალ სიმაღლეზე ავიდეს, რისთვისაც ყველა თვისება აქვს“, - თქვა გიონმა.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ზურიკო დავითაშვილმა ლიგა 2-ში სამი მატჩი ჩაატარა, მაგრამ შედეგიანი მოქმედებით თავი არ გამოუჩენია.