ფეხბურთი

16:17 | 24.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

ვენის "რაპიდი" "დილას" გეილში 1.7 მილიონს სთავაზობს

გორის „დილას“ ფეხბურთელი ტიერი გეილი ახლოსაა ვენის „რაპიდში“ ტრანსფერთან. როგორც ბარბადოსელი ჟურნალისტი ანმარ გუდბრიჯ-ბოისი იტყობინება, რომ „დილამ“ ავსტრიული კლუბისგან 1.7 მილიონი დოლარის შეთავაზება მიიღო.

21 წლის ბარბადოსელი ფეხბურთელი პარასკევს ავსტრიაში გაემგზავრება, რათა პირადი პირობები შეათანხმოს და სამედიცინო შემოწმება გაიაროს.

გეილით პოლონეთის ჩემპიონი „რაკუვი“ და ბერნის „იანგ ბოიზიც“ ინტერესდებიან, მაგრამ ვენაში გადასვლასთან უკვე ძალიან ახლოსაა, რადგან ავსტრიელებმა ყველაზე კარგი შეთავაზება გააკეთეს.

21 წლის ფეხბურთელს ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონში 19 მატჩში 10 გოლი აქვს გატანილი, ხოლო კონფერენს ლიგაზე 6 თამაშში თავი 2-ჯერ გამოიჩინა. ცოტა ხნის წინ ტიერი ეროვნული ლიგის მეორე წრის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. მას მანამდე უნგრულ „ჰონვედში“ აქვს ნათამაშები.

0.118939