მსოფლიო ჩემპიონები, ესპანეთის ქალთა ნაკრების წევრები, ახლობლებთან ერთად კუნძულ იბიცაზე ისვენებენ და ბედნიერები ჩანან. ესპანელმა გოგონებმა მართლაც გაუგონარ შედეგს უწიეს, ისტორიაში პირველად მოიგეს მუნდიალი. მაგრამ ახლა სპეციალისტები და ჟურნალისტები უფრო მეტს ფინალიშემდგომი ინციდენტის შესახებ საუბრობენ, ვიდრე ფეხბურთზე.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონების დაჯილდოებისას პოდიუმზე ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლუის რუბიალესმა, ფეხბურთელ ჯენი ერმოსოს ტუჩებში აკოცა. ამან დიდი სკანდალი გამოიწვია, რომელიც რუბიალესს, შესაძლოა, თანამდებობის დაკარგვად დაუჯდეს.
გოგონებმა სხეულზე ერთგვარი საპოროტესტო დროებითი ტატუები დაიწერეს, რომელიც ნიშნავს: „არა ზაფხულს კოცნის გარეშე.“