,„რეალის" ნახევარმცველმა, ტონი კროოსმა, გააკრიტიკა „სელტას" 21 წლის ნახევარმცველის, გაბრიელ ვეიგას გადაწყვეტილება საუდის არაბეთის კლუბ „ალ-აჰლიში“ წასვლაზე.
ტრანსფერის შესახებ ჟურნალისტ ფაბრიციო რომანოს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის შემდეგ გერმანელმა დაწერა: „სირცხვილი".
გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამ ტრანსფერის განხორციელებაში გადამწყვეტი როლი საუდის არაბეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, მათიას იაისლემ ითამაშა, რომელმაც 21 წლის ესპანელი დაარწმუნა.
„ალ-აჰლი“ აპირებს გააგრძელოს მსოფლიოს საუკეთესო ნიჭიერი ფეხბურთელების გადაბირება.
2022/23 სეზონში ვეიგამ „სელტას“ მაისურით ყველა ტურნირზე 40 მატჩი ჩაატარა, 11 ბურთი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა.
სხვათა შორის, ვეიგას მიმართ ინტერესს „ნაპოლიც“ იჩენდა.