მიუნხენის „ბაიერნის" თავდამსხმელმა, ჰარი კეინმა, ახალშობილი შვილის მდგომარეობაზე და „აუგსბურგთან“ ბუნდესლიგის მეორე ტურის მომავალ მატჩზეც ისაუბრა, რომელიც 27 აგვისტოს გაიმართება.
„ჰენრი შესანიშნავად გრძნობს თავს. ისინი დაბრუნდნენ ლონდონში, ყველა კარგად არის. მშობიარობამ მშვენივრად ჩაიარა. ახლა ოთხი შვილი მყავს, მოწყენის საშუალებას არ მაძლევენ.
მატჩი „აუგსბურგთან“? ვიცი, რომ რთული თამაში იქნება. პირველ მატჩში მათ 4:4 ითამაშეს. საინტერესო თამაში იქნება. ნამდვილად მოუთმენლად ველი ჩემს პირველ საშინაო მატჩს ბუნდესლიგაში, გულშემატკივრებთან შეხვედრას. აი რაზე ვარ ორიენტირებული.“ - ციტირებს კეინის სიტყვებს Sport1.
30 წლის კეინს ჰყავს ორი ქალიშვილი აივი და ვივიენი და ვაჟები ლუი და ჰენრი თავის შეყვარებულ ქეთი გუდლენდთან.