მადრიდის „რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ, ნახევარმცველ ჯუდ ბელინგემზე დადებითად ისაუბრა.
„ვფიქრობ, ბელინგემის ყიდვა კარიმის (ბენზემას) არყოფნას ანაზღაურებს. სერიოზული, მომწიფებული და ძალიან ნიჭიერი ბიჭია. რასაც ის აკეთებს, არ გვაკვირვებს. ერთადერთი გასაკვირი ის არის, რომ ის მხოლოდ 20 წლისაა“, - ციტირებს ანჩელოტის სიტყვებს Marca.
ჯუდ ბელინგემი „რეალს" დორტმუნდის „ბორუსიიდან" ივნისის დასაწყისში შეუერთდა. სატრანსფერო თანხამ 103 მილიონი ევრო შეადგინა, ინგლისელმა ნახევარმცველმა ესპანურ კლუბთან კონტრაქტი 2029 წლამდე გააფორმა.
2022/2023 წლების სეზონში ბელინგემმა ბუნდესლიგაში „ბორუსიას“ შემადგენლობაში 31 მატჩი ჩაატარა, რვა ბურთი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.