„მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველის, ბერნარდუ სილვას „პარი სენ-ჟერმენში“ ტრანსფერის ჩავარდნის მიზეზები ცნობილი გახდა - წერს Goal.
წყაროს ცნობით, საქმე ის არის, რომ ტრანსფერს „ქალაქელთა" მთავარი მწვრთნელი, ხოსეპ გვარდიოლა შეეწინააღმდეგა. ესპანელ სპეციალისტს არ სურდა კიდევ ერთი ნახევარმცველის დაკარგვა მას შემდეგ, რაც რიად მაჰრეზი საუდურ „ალ-აჰლიში“ გაიყიდა.
პსჟ ბოლო მომენტამდე იმდენად დარწმუნებული იყო გარიგების განხორციელებაში, რომ სარეზერვო გეგმაც კი არ მოამზადა.
შეგახსენებთ, რომ ზაფხულის პირველ თვეებში არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია, რომ 29 წლის ბერნარდუს „მანჩესტერ სიტის“ დატოვება სურდა. პორტუგალიელის მოწვევით დაინტერესებულ კლუბებს შორის იყვნენ პსჟ და „ბარსელონა.“
2022/2023 წლების სეზონში სილვამ „სიტის“ მაისურით 55 მატჩი ჩაატარა, შვიდი ბურთი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა ფეხბურთელის კონტრაქტი „ქალაქელრბთან“ 2025 წლის ივნისის ბოლომდეა ძალაში.