ფეხბურთი

10:07 | 24.08.2023 | ნანახია 627 - ჯერ

პაულ ბრაიტნერი ნეიმარის შესახებ: „მადლობა საუდელებს ამ ბაცილის ყიდვისათვის“

„ბაიერნისა“ და გერმანიის ნაკრების ლეგენდარულმა ნახევარმცველმა, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონმა, პაულ ბრაიტნერმა, მადლობა გადაუხადა საუდურ „ალ-ჰილალს“ თავდამსხმელ ნეიმარის ყიდვისათვის.

„მადლობა ძვირფასო საუდელებო ბატონი ნეიმარის შეძენისთვის. მარცხენა ფლანგის ბაცილა მოგვშორდა. ის იყო ერთ-ერთი ყველაზე ზარმაცი ფეხბურთელი, რომელმაც დიდება მოიპოვა ბოლო 10 წლის განმავლობაში. თუ საუდელები ცდილობენ იმას, რაც ამერიკელებმა 70-იან წლებში გააკეთეს თავიანთი ოპერეტა ლიგით, ანუ ისინი ყიდულობენ მოთამაშეებს გიჟური რაოდენობის ფულით, დაე, გააგრძელონ ეს.“- ციტირებს ბრაიტნერის სიტყვებს Bayerischer Rundfunk.

შეგახსენებთ, რომ ამ ზაფხულს ნეიმარი პსჟ-დან „ალ-ჰილალში“ გადავიდა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ საუდის არაბეთის კლუბში ბრაზილიელი თავდამსხმელის ხელფასი ორ წელიწადში 160 მილიონი ევრო იქნება.

მანამდე ნეიმარი პსჟ-ში, „ბარსელონასა“ და „სანტოსში“ თამაშობდა.


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

15:31 | 24.08.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

ნიჭიერი არის, ტექნიკაც ქონდა მაგრამ ბოლომდე ვერ გამოიყენა, გადაყვა გართობას და კაზინოებს

15:33 | 24.08.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

ძაან თავქარიანი აღმოჩნდა მაგ საკითხში, რამაც ხელი შეუშალა მის კარიერის განვითარებაში

12:22 | 24.08.2023
Kobe Bean (21683)

stripslashes((strlen('https://www.youtube.com/watch?v=SKui6g5I3Xs')>0?'https://www.youtube.com/watch?v=SKui6g5I3Xs':'https://www.youtube.com/watch?v=SKui6g5I3Xs'))
ნეიმარი არის სუპერტექნიკის პატრონი,ძაან კლასნია ტიპი.ბუნებრივი ნიჭით ნეიმარი ისტორიის ტოპ 10-ში ყველა ვარიანტში შესაყვანია,თუ ტოპ 5-შიც არა.პროსტო პო..ისტი ტიპია და ამიტომ ვერ დატოვა ისეთი სახელი რაც რეალურად ეკუთვნოდა

12:18 | 24.08.2023
Kobe Bean (21683)

ჩასუნოს დუქანში ნეიმარს ბრაიტნერმაც და მთელმა საფეხბურთო გერმანიამ.ტიპებს ისტორიაში ერთი ფეხბურთელიც კი არ ყოლიათ ნეიმარის დონის ნიჭიერი

12:17 | 24.08.2023
Kobe Bean (21683)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის ავტომატური ბლოკირების მიერ, ის შეიძლება დაიშვას მოდერატორის მიერ

0.115234