ფეხბურთი

0:28 | 24.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

ბენზემას "ალ-იტიჰადის" მწვრთნელთან კონფლიქტი აქვს და შეიძლება გუნდი დატოვოს

კარიმ ბენზემას „ალ-იტიჰადში“ პრობლემები აქვს. როგორც ცნობილი გახდა, ფრანგი ვარსკვლავს და კლუბის მთავარ მწვრთნელ ნუნუ ეშპირიტუ სანტუს კონფლიქტი აქვთ, რის გამოც არაა გამორიცხული ბენზემამ კლუბი დატოვოს.

როგორც ირკვევა, პორტუგალიელი ბენზემას ტრანსფერის წინააღმდეგი თავიდანვე იყო. როგორც ის ხელმძღვანელობას უცხადებდა, კარიმს მის ტაქტიკურ გეგმებში ვერ განიხილავდა.

ასევე ცნობილია, რომ ბენზემამ „ალ-იტიჰადის“ ბოლო ვარჯიში თვითნებურად გამოტოვა, რამაც შეიძლება კონფლიქტი გაამწვავოს.

შეგახსენებთ, ბენზემამ „ალ-იტიჰადში არაბთა ჩემპიონთა თასზე 3 გოლი გაიტანა, თუმცა საუდის არაბეთის ჩემპიონატის ორ ტურში ჯერჯერობით თავი არ გამოუჩენია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.121173