„დინამო ბათუმის“ მთავარ მწვრთნელად ანდრეი დემჩენკო დაინიშნა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.
უკრაინელმა სპეციალისტმა კონტრაქტი 2025 წლის ბოლომდე გააფორმა და გია გეგუჩაძე შეცვალა, რომელმაც კლუბი რამდენიმე დღის წინ დატოვა. როგორც ცნობილია, გორის „დილა“ დემჩენკოს სანაცვლოდ გარკვეულ კომპენსაციასაც მიიღებს.
ანდრეი დემჩენკო „დილას“ 2021 წლის იანვრიდან ავარჯიშებდა და გუნდი ყოველთვის გაიყვანა ევროთასებზე, მიმდინარე სეზონში კი კონფერენს ლიგაზე ორი ეტაპიც გადალახა.
„დინამო ბათუმი“ ამჟამად ეროვნულ ლიგაში 46 ქულით ლიდერია და ცხადია, რომ დემჩენკოს უახლოეს მიზნად საქართველოს ჩემპიონობას დაუსახავდნენ.