ფეხბურთი

20:02 | 23.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

რონალდინიო შეიძლება კიდევ ერთხელ დააპატიმრონ

ლეგენდარულ ბრაზილიელ ფეხბურთელს, რონალდინიოს პატიმრობა კიდევ ერთხელ ემუქრება.

ესპანური მედიის ცნობით, „გაუჩო“ თაღლითობაშია ეჭვმიტანილი. როგორც ირკვევა, კომპანია 18kRonaldinho მომხმარებელს დაჰპირდა 2%-ზე მეტ მოგებას დღეში, თუ ისინი ვირტუალურ ვალუტაში მინიმუმ 30 დოლარის ინვესტიციას ჩადებდნენ. რა თქმა უნდა, მომხმარებელს მათი ფული და მოგება არ უნახავთ.

ამავდროულად, რონალდინიოს დაცვა ამტკიცებს, რომ მათ კლიენტს არანაირი კავშირი არ აქვს ზემოხსენებულ კომპანიასთან. უფრო მეტიც, თაღლითებმა რონალდინიოს გამოსახულება და სახელი მისი ნებართვის გარეშე გამოიყენეს.

შეგახსენებთ, რომ რონალდინიო 2020 წელსაც იყო დაპატიმრებული, როდესაც პარაგვაიში უკანონო პასპორტით შევიდა.

თეგებირონალდინიო
0.116234