ფეხბურთი

16:19 | 23.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

"სპეცია" სატრანსფერო ბაზარზე მუშაობას გელაშვილით დაასრულებს

„სპეცია“ სატრანსფერო ბაზარზე მუშაობას ივა გელაშვილის დამატებით დაასრულებს. როგორც იტალიური მედია წერს, ქართველთან კონტრაქტის გაფორმების შემდეგ ლიგურიელები არც არავის დაიმატებენ და არც არავის - გაუშვებენ.

გელაშვილი რამდენიმე დღეა იტალიაშია და სამედიცინო შემოწმების პირველი ნაწილი უკვე გაიარა. მეორე ნაწილის გავლის მერე კი, კონტრაქტსაც გააფორმებს, რომელიც საიჯარო და ერთწლიანი იქნება, ხოლო გამოსყიდვის შემთხვევაში მასთან 3-წლიანი კონტრაქტი გაფორმდება.

ივა გელაშვილის სატრანსფერო უფლებები „დინამო ბათუმს“ ეკუთვნის. 22 წლის ქართველი მცველი მასიმილიანო ალვინის ხელმძღვანელობით ითამაშებს, რომელიც გასულ სეზონში „კრემონეზეში“ ლუკა ლოჩოშვილს ავარჯიშებდა. ივა პრჟემისლავ ვისნიევსკის შემცვლელად განიხილება, რომელსაც მძიმე ტრავმა აქვს.

შეგახსენებთ, რომ „სპეციამ“ სერია B-ს პირველ ტურში სტუმრად „სუდტიროლთან“ ფრე ითამაშა (3:3), ხოლო მეორე ტურში 30 აგვისტოს, სტუმრად „კატანძაროს“ შეხვდება.

0.117132