„ვირტუს ბოლონიას“ სპორტულმა დირექტორმა ლუკა ბარალდიმ თორნიკე შენგელიას შესახებ ისაუბრა. როგორც იტალიელმა აღნიშნა, ისინი ქართველი კალათბურთელის გაყიდვას არ აპირებენ და ის პროექტის ლიდერად რჩება.
„შენგელია „ვირტუსისთვის“ ყოველთვის 200%-ით იხარჯებოდა და მომავალშიც ასე იქნება. ვისაც ამაში ეჭვი ეპარება, არც მას იცნობს და არც - ჩვენ. ეს არ იყო ფულის საკითხი, „ვირტუსს“ შენგელიას გაყიდვით მოგება რომ სურდეს, დავთანხმდებოდით მნიშვნელოვან შეთავაზებებს, რომლებიც მივიღეთ. მაგრამ გვჯერა, რომ ის უნდა იყოს ჩვენი პროექტის ერთ-ერთი ლიდერი“, - თქვა ბარალდიმ.
შეგახსენებთ, რომ თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონიასთან“ კიდევ ერთწლიანი კონტრაქტი აკავშირებს, შესაბამისად, მომდევნო სეზონსაც იტალიურ კლუბში გაატარებს.