ფეხბურთი

14:46 | 23.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ლაიფციგი" ელმასში 30 მილიონს იხდის

ჩრდილოეთ მაკედონიისა და „ნაპოლის“ ნახევარმცველი ელიფ ელმასი „ლაიფციგის“ ინტერესის სფეროშია.

იტალიური მედია წერს, რომ გერმანელები მზად არიან 23 წლის ფეხბურთელში 30 მილიონი ევრო გადაიხადონ. ნეაპოლელთა პასუხი უცნობია, მაგრამ ელმასს კლუბთან კონტრაქტი 2025 წელს ეწურება, რის გამოც შეიძლება იტალიის ჩემპიონმა მის გაყიდვაზე იფიქროს, მით უფრო, 30 მილიონად.

ელიფ ელმასი „ნაპოლიში“ 2019 წლიდან თამაშობს და 173 მატჩში 17 გოლი გაიტანა. მანამდე ის „რაბოტნიჩკისა“ და „ფენერბაჰჩეს“ ღირსებას იცავდა.

0.131807