ფეხბურთი

14:12 | 23.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

რუდი გარსია კვარაცხელიას ეფექტურობის გასაუმჯობესებლად სხვადასხვა სვლებზე ფიქრობს

იტალიური გაზეთი Gazzetta Dello Sport-ი წერს, რომ რუდი გარსია ხვიჩა კვარაცხელიას თამაშისა და შედეგიანობის გასაუმჯობესებლად გარკვეულ სვლებზე ფიქრობს. იტალიური გამოცემა დღევანდელ ნომერში აღნიშნულის შესახებ იტყობინება:

„კვარას თამაშის გასაუმჯობესებლად, კარის წინ უფრო ეფექტური რომ გახადოს, რუდი რამდენიმე განსხვავებულ სვლებზე ფიქრობს. მას რა თქმა უნდა, არ სურს გამომგონებლობა და ფანტაზიის კასტრაცია, მაგრამ ამავდროულად ქართველის მოძრაობები უფრო და უფრო მეტად უნდა იყოს მეტოქის კარისკენ მიმართული. მისი ეფექტურობის პროცენტის გასაზრდელად, საკალათბურთო ენაზე რომ ვთქვათ, ბიჭმა უნდა გამოიყენოს პერიმეტრიდან მძლავრი დარტყმა“, - წერს გამოცემა.

გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ რუდი გარსია დარწმუნებულია, რომ კვარას ბევრი გოლის გატანა შეუძლია, უფრო მეტის, ვიდრე გასულ სეზონში გაიტანა.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიამ ტრავმა მოიშუშა და „სასუოლოსთან“ მატჩში მიმდინარე სეზონში პირველად ითამაშებს.

0.113969