იტალიური გაზეთი Gazzetta Dello Sport-ი წერს, რომ ხვიჩა კვარაცხელიას მოთხოვნები შეიძლება გაიზარდოს იმ შემთხვევაში თუ ვიქტორ ოსიმენს „ნაპოლი“ ახალი კონტრაქტის სანაცვლოდ წელიწადში 10 მილიონ ევროს გადაუხდის.
„კვარაცხელია „ნაპოლიში“ მშვიდად არის და არ აპირებს კლუბთან პრობლემების შექმნას, მაგრამ უნდა ითქვას, რომ შესაძლოა, სცენარი სექტემბერში შეიცვალოს. თუ ოსიმენი კონტრაქტს გაახანგრძლივებს და ხელფასის სახით წელიწადში მინიმუმ 10 მილიონამდე მიიღებს, შეიძლება ისე მოხდეს, ქართველი ჩემპიონის მოთხოვნებიც გაიზარდოს“, - წერს Gazzetta Dello Sport-ი.
შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში Il Mattino იტყობინება, რომ კვარაცხელია ხელფასის სახით მინიმუმ წელიწადში 6 მილიონ ევროს ითხოვს. ქართველი ფეხბურთელის გასამრჯელო ამჟამად მხოლოდ 1.2 მილიონი ევროა, რითაც „ნაპოლის“ ერთ-ერთი ყველაზე დაბალანაზღაურებადი ფეხბურთელია.