რაგბი

10:22 | 23.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

ქართული ჯარი ბრიტანულ არმიას ეთამაშება

ქართული ჯარი შეიარაღებული ძალების მეოთხე მსოფლიო თასზე ჯგუფური ეტაპის მეორე შეხვედრას დღეს, თბილისის დროით 21 საათზე დიდი ბრიტანეთის არმიის წინააღმდეგ გამართავს.

საფრანგეთში მიმდინარე ჩემპიონატის პირველ მატჩში ჩვენმა გუნდმა ესპანეთი დიდი ანგარიშით, 87:0 დაამარცხა, დიდმა ბრიტანეთმა კი ტონგას 43:14 სძლია. შესაბამისად, ხვალინდელი მატჩის გამარჯვებული მეორე ჯგუფში პირველი ადგილის დაკავებისკენ დიდ ნაბიჯს გადადგამს.

შეგახსენებთ, შეიარაღებული ძალების მსოფლიო თასზე, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნის თავდაცვის სამინისტროების გუნდები მონაწილეობენ, 12 გუნდი სამ ჯგუფშია გადანაწილებული. ქართული ჯარი მეორე ჯგუფში დიდ ბრიტანეთთან, ტონგასთან და ესპანეთთან მოხვდა. პირველ ჯგუფში საფრანგეთი, ავსტრალია, იაპონია და ნიდერლანდები; მესამე ჯგუფში კი ფიჯი, ახალი ზელანდია, ირლანდია და უზბეკეთი თამაშობენ.

ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ, სამი მოწინავე და საუკეთესო მეორეადგილოსანი თასის ნახევარფინალში გადის, ორი მეორეადგილოსანი და ორი საუკეთესო მესამეადგილოსანი მე-5-მე-8 ადგილებისთვის აგრძელებს ბრძოლას, დარჩენილი 4 გუნდი კი მე-9-მე-12 ადგილებს გაითამაშებს.

საქართველოსა და დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროების გუნდები ბრესტში, „პეტიტ კერზუს“ კომპლექსის მოედანზე ითამაშებენ, ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩს კი 27 აგვისტოს ლე რუში, „სტად დე ბეუფრუზე“ ტონგას წინააღმდეგ გამართავენ.

თავდაცვის სამინისტროების მსოფლიო თასი საფრანგეთი. 23 აგვისტო. 21:00 (საქ. დრო) საქართველო – დიდი ბრიტანეთი საქართველო

ხაზი: 15. საბა ილურიძე, 14. ბექა მაჭარაშვილი, 13. საბა დათიაშვილი, 12. სანდრო ნახუცრიშვილი, 11. რამაზ ხარაზიშვილი (კაპ.), 10. დავით მოძღვრიშვილი, 9. გიორგი მარგალიტაძე;

შერკინება: 1. გოგა ქადარია, 2. გელა მახარაშვილი, 3. გიორგი ჩხარტიშვილი, 4. გიორგი შუკაკიძე, 5. ვანო ბერიკაშვილი, 6. გიორგი თხილაიშვილი, 7. გიორგი მჭედლიშვილი, 8. თორნიკე ზოიძე.

მარქაფა: 16. დიმიტრი ცაბაძე, 17. ნიკა სვიმონიშვილი, 18. გიორგი ქიმუცაძე, 19. გიგა კაციტაძე, 20. თენგო გიგოლაშვილი, 21. ირაკლი ხაბულიანი, 22. ზურაბ ფირცხალაიშვილი, 23. გიორგი გელაშვილი.

RUGBY.GE

0.143231