ფეხბურთი

0:55 | 23.08.2023 | ნანახია NaN - ჯერ

ჩემპიონთა ლიგა: ხოჭოლავა და "კოპენჰაგენი" ჯგუფს მიუახლოვდნენ

ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის პირველი მატჩების ნაწილი გაიმართა. ყველაზე საინტერესო დუელი „რეინჯერსსა“ და პსვ ეინდჰოვენს შედგა.

სქოთები ორჯერ იგებდნენ, მაგრამ უპირატესობა ვერც ერთხელ შეინარჩუნეს და ფრეს დასჯერდნენ - 2:2. ამ შედეგით წყვილში უპირატესობა ალბათ პსვ-მ მოიპოვა, რომელიც საკუთარ მოედანზე საპასუხო მატჩში ფავორიტი იქნება.

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფს მიუახლოვდა დავით ხოჭოლავას „კოპენჰაგენი“, რომელმაც სტუმრად პოლონეთის ჩემპიონ „რაკუვს“ 1:0 მოუგო. ქართველი მცველი ტრავმირებულია და არ უთამაშია.

ბელგიურმა „ანტვერპენმა“ შინ ათენის აეკ-ს უმასპინძლა და 1:0 სძლია. შედეგად, ბელგიელებმა უპირატესობა მოიპოვეს, თუმცა ბერძნები შინ იოლად არაფერს დათმობენ.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

09:35 | 03.05.2019
gogga78 (901)

პიტალო

0.125367