აზიის ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე „ალ-ნასრმა“ არაბეთის გაერთიანებული საამიროების კლუბი „შაბაბ ალ-აჰლი“ 4:2 დაამარცხა.
არაბები ანდერსონ ტალისკას გოლით დაწინაურდნენ, შემდეგ ორი გოლი გაუშვეს და აგებდნენ, მაგრამ 88-ე წუთიდან მსაჯის მიერ კომპენსირებულ მეშვიდე წუთამდე „ალ-ნასრმა“ 3 გოლი გაიტანა. ტალისკამ დუბლი შეასრულა, თითოჯერ ალ განამმა და მარსელო ბროზოვიჩმა იხეირეს. ხორვატს საგოლე პასი კრიშტიანუ რონალდუმ გაუკეთა.
ამრიგად, „ალ-ნასრმა“ ეს ბარიერი დაძლია და აზიის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვდა.