ფეხბურთი

23:40 | 22.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

კარლოს ტევესი: "იუვენტუსიდან" წასვლა რომ გადავწყვიტე, ჩემს ცოლს ჩემი მოკვლა უნდოდა"

„ინდეპენდიეტეს“ მთავარმა მწვრთნელმა და ვეტერანმა არგენტინელმა ფეხბურთელმა კარლოს ტევესმა „იუვენტუსში“ გატარებული წლები გაიხსენა.

როგორც ტევესმა თქვა, როდესაც „იუვეს“ დატოვების გადაწყვეტილება მიიღო, ცოლს უნდოდა, რომ მოეკლა.

„იუვენტუსში“ გადასვლა სუფთა ჰაერზე გასვლას ჰგავდა, რადგან ასეთ დიდ გუნდში მისვლა და დელ პიეროს მაისურის ტარება რაღაც მნიშვნელოვანი იყო. ეს იყო დიდი მომენტი ჩემთვის და როდესაც არგენტინაში დაბრუნება გადავწყვიტე, ჩემს ცოლს, ვანესას ჩემი მოკვლა უნდოდა. იტალიაში ყველაფერი მარტივი იყო, იტალიელები ჩვენნაირები არიან: ოჯახთან ახლოს არიან დაკავშირებული და ჩემი გულის ნაწილი სამუდამოდ იქ დარჩა. ყოველ ჯერზე, როდესაც „იუვეს“ მაისურით მოედანზე გავდიოდი, ყოველთვის მთელი გულით ვთამაშობდი. ვფიქრობ, ამას გულშემატკივრებიც ყოველთვის ამჩნევდნენ. ბოლო მატჩი ჩემპიონთა ლიგის ფინალში ვითამაშე და მეორე დღეს არგენტინაში წავედი“, - თქვა ტევესმა.

შეგახსენებთ, რომ კარლოს ტევესი „იუვენტუსში“ 2013-2015 წლებში თამაშობდა. მან იტალიურ გრანდში ჩატარებულ 95 მატჩში 50 გოლი გაიტანა.

0.113878