„ნაპოლის“ ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია „სასუოლოსთან“ მატჩის სრული დატვირთვით ემზადება.
ქართველმა შემტევმა მცირე დაზიანების შემდეგ გამოჯანმრთელება გეგმისამებრ მოასწრო და „აძურის“ ბოლო ვარჯიშში სრულფასოვნად მიიღო მონაწილეობა. ეს იმას ნიშნავს, რომ „სასუოლოსთან“ უახლოს მატჩში მოედანზე გავა.
მოგეხსენებათ, ხვიჩას დისკომფორტის გამო „ფროზინონესთან“ სეზონის სასტარტო მატჩის გამოტოვება მოუწია.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ სერია A-ს მეორე ტურში 27 აგვისტოს, „სასუოლოს“ უმასპინძლებს. გასულ სეზონში „სასუოლოსთან“ ქართველმა ფეხბურთელმა ორ მატჩში ორი გოლი გაიტანა და ორი საგოლე პასიც გააკეთა.