საუდის არაბეთის საფეხბურთო კლუბმა „ალ-ნასრმა“ „პორტუდან“ ოტავიო დაიმატა, რომელსაც 3-წლიანი კონტრაქტი გაუფორმა.
ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა. არაბებმა „პორტუს“ 28 წლის ნახევარმცველში 60 მილიონი ევრო გადაუხადეს.
ოტავიო ბრაზილიელია, თუმცა პორტუგალიის ნაკრებში თამაშობს, სადაც 14 შეხვედრაში თავი სამჯერ გამოიჩინა. „პორტუში“ ოტავიოს ანგარიშზე 282 თამაში და 31 გოლი იყო. მას ასევე უთამაშია „გიმარაეშსა“ და „ინტერნასიონალში“.