ხვიჩა კვარაცხელია ხელფასის სახით 6 მილიონ ევროს ითხოვს, „ნაპოლიმ“ ჯერჯერობით, მხოლოდ 3 მილიონი ევრო შესთავაზა. ამის შესახებ Il Mattino იტყობინება. ნეაპოლური გამოცემის ცნობით, დროა კლუბმა ეს საკითხი მალე მოაგვაროს.
"კვარაცხელიას ემისრებმა უარყვეს "ნიუკასლის" შეთავაზება ივლისის დასაწყისში და ეს ასევე იმიტომ გააკეთეს, რომ, მოდი, ვაღიაროთ: ხვიჩა ამ ზაფხულს „ნაპოლის“ მხოლოდ ბავშვობის ოცნების ასასრულებლად დატოვებდა - "რეალის" გამო.
მაგრამ ახლა მიმდინარეობს მოლაპარაკება კონტრაქტის გახანგრძლივებაზე: კვარას წელიწადში მინიმუმ 6 მილიონი ევროს მიღება სურს. გარდა პრემიებისა და ასევე სპონსორებისა, რომლებიც იწყებენ რიგის დაკავებას ევროპული ფეხბურთის ერთ-ერთ მთავარ ტალანტთან სათანამშრომლოდ. დაძაბულობის ნიშნები არაა, მაგრამ ახლა უკვე ნათელია, რომ საქმეების დალაგების დროა. "ნაპოლიმ" 3 მილიონი შესთავაზა, მაგრამ ფეხბურთელების აგენტებს ეს ძალიან დაბალ მაჩვენებლად მიაჩნიათ“, - წერს გაზეთი.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ გასულ სეზონში 43 მატჩში 14 გოლი გაიტანა, 14 საგოლე პასი გააკეთა და 5-ჯერ პენალტი მოიპოვა. მას „ნაპოლისთან“ კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.